13:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 17:34:09, 2408 ნახვა

სამართალი
კარვის გაშლის შესახებ ზაზა სარალიძის სარჩელის განხილვა 31 ოქტომბრამდე გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ კარვის გაშლის შესახებ სარჩელის განხილვა მოსამართლემ 31 ოქტომბრამდე გადადო. 

როგორც სარალიძემ აღნიშნა, ეს არის იმის დასტური, რომ ხელისუფლება სასამართლოზეც ახდენს ზეწოლას.

"მოსამართლე ნანა დარასელიამ მოპასუხე მხარის - შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესის საბოლოო განხილვა 31 ოქტომბრისთვის გადადო. თუ ჩვენ 31 ოქტომბრამდე კარვები, ლეიბები, პლედები არ გვექნება, გავიყინებით. ესე იგი, სასამართლო პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ჩავიდინოთ უკანონობა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოში, მაგრამ სასამართლო მხოლოდ შსს-ს მოთხოვნებს ითვალისწინებს“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

აღსანიშნავია, რომ მან სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ცნობისთვის, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის იურისტები იცავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics