|
2015-06-09 09:34:40, 354 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება ვერ მოხდება, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. „ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გარანტიები იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები არამხოლოდ იკრიბებოდნენ და ხშირად ვერც იკრიბებოდნენ, არამედ თუკი მათ ხარვეზი ან შეცდომა დაუშვეს, არსებობდეს გასაჩივრების მექანიზმი პროფესიონალ მოსამართლესთან, რაც დღეს არ არსებობს. ამ ძირეულ ცვლილებებზე მე უკვე ვმუშაობ, წარვსდგებით მთავრობის წინაშე სიახლეების პაკეტით, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარი შედეგები არ დგებოდეს სიცოცხლის უფლების საქმეებზე, როგორც რამდენიმე დღის წინ დადგა“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)