13:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 19:37:29, 2192 ნახვა

სამართალი
„ომეგა ჯგუფს“ ვერავინ წაგვართმევს“ - ნატო ჩხეიძე ჩვენებას სასამართლო პროცესზე მისცემს

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ პროკურატურის შენობა უკვე დატოვა.

ის საგამოძიებო უწყებაში ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ჩვენებას სასამართლო პროცესზე მისცემს.

ჩხეიძე ასევე საქართველოს ბანკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ომეგა ჯგუფს" ბანკის მიმართ დავალიანება აქვს. ჩხეიძის განმარტებით, აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვს.

„ყველაფერი, ის მოქმედებები, რაც ბანკში ჩატარდა და სამწუხაროდ, ჩატარდა უკანონოდ, ყველაფერ ამის საბუთები არსებობს. რას ჰქვია, თავი აარიდო რაიმე ვალდებულებას, შესაძლებელი თავის არიდება არ არის. მე არ მესმის რას ნიშნავს თავის არიდება. „საქართველოს ბანკთან“ მე ვერ დავამთავრებ ვერაფერს იმიტომ, რომ არ ვიცი, მაგრამ მოვიკითხავ გავიგებ და ამის შემდეგ გიპასუხებთ“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ასევე, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ მის ოჯახს ვერ წაართმევენ.

2004 წელს ვერავინ ვერ წაგვართვა ბიზნესი და ის ბიზნესი დარჩა ზაზა ოქუაშვილს და „ომეგა ჯგუფს,“ ვერავინ ვერ წაგვართვა, ვერც მაშინ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც ახლა ვერავინ წაგვართმევს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

თბილისის პროკურატურაში ნატო ჩხეიძე თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics