|
2018-10-01 11:09:15, 966 ნახვა
რეგიონი
შუახევში ფერების ფესტივალი გაიმართა
შუახევში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ფერადი კონცერტების სერიის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს. იმ დროს როცა ახალგაზრდები ერთმანეთს აფერადებდნენ, შუახევის კულტურის ცენტრის ეზოში საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მომღერალი, იქსფაქტორის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე მალიბუ, ბენდი ,,ერთად“ და ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიოდნენ. ფერების ფესტივალი - იგივე ,,Holi", დასაბამს ინდოეთიდან იღებს. ტრადიციის მიხედვით, ათი ათასობით ინდოელი ფერადი ფხვნილებისგან შემდგარი ულამაზესი სანახაობით გაზაფხულის მოსვლას ეგებება.,,Holi" დროთა განმავლობაში პოპულარული მთელ მსოფლიოში გახდა და მას საქართველოც შეუერთდა. ღონისძიება შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)