04:51 - 23 May, 2026
|
2018-10-01 10:31:56, 561 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში კალოთელებს სოფლის დღესასწაული მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში კალოთელებს სოფლის დღესასწაული მიულოცა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესასწაული რამდენიმე წელია სოფლის მცხოვრებლების სურვილით დაწესდა. პატარა სოფლიდან საცხოვრებლად სხვადასხვა კუთხეში წასული მოსახლეობა ერთმანეთს სწორედ კალოთობაზე ხვდება. სოფელ კალოთაში ძველი ნაეკლესიარი ფუნდამენტია. კალოთის ეკლესია სხალთისწყლის ხეობაში, სოფელ კალოთის ბოლოს, მაღალ ტერასაზე მდებარეობდა. დარბაზული ტიპის ეკლესია საძირკვლის დონემდეა დანგრეული. სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)