|
2018-10-01 09:29:54, 2546 ნახვა
სხვადასხვა
დღეიდან ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება იკრძალება ჯარიმა 200 ლარია
თბილისში ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი დასრულდა. დღეიდან ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება იკრძალება. ამ დროისთვის ლიცენზია 10 000-ზე მძღოლმა მიიღო. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ლიცენზირების საკითხი იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ისახავს მიზნად. „ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ. ცხადია, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, მათ ამის ყიდვა მოუწევთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში. „მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)