|
2018-09-29 17:46:31, 1362 ნახვა
რეგიონი
ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები ხულოში აღინიშნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც 29-30 სექტემბერს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. თორნიკე რიჟვაძე დაბა ხულოში შეკრებილ ადგილობრივებს მიესალმა და ქვეყნისა და რეგიონის მომავალი განვითარებისთვის ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, რასაც ადასტურებს დღეს აქ შეკრებილი ახალგაზრდობაც“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. დაბა ხულოში, ევროპის კულტურული დღეების კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების საინფორმაციო კუთხე, სპორტული აქტივობები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)