|
2018-09-29 15:46:02, 2695 ნახვა
სამართალი
შსს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილის, გოგა გელაშვილის დააკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გელაშვილის დაკავება მიმდინარე წლის 26 მაისს მოხდა, თუმცა უწყებამ აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა. ასევე, ქრთამის აღება, თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემი და სხვა პირის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება და თავის შეკავება ქმედების განხორციელებისაგან. მას გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება. „გოგა გელაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად. გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგა გელაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა - გ.ბ.-მ, კ.მ.-მ და ი.ა.-მ ერთად შეიმუშავეს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის გეგმა. ამის შემდეგ, გ.ბ.-მ კ.მ.-ს საზღვარგარეთ ნარკოტიკების შესაძენად თანხა გადასცა და მისი მგზავრობის ხარჯები დაფარა. აღსანიშნავია, რომ გ.ბ.-ს ცოლის ძმა - გოგა გელაშვილი იმ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. გ.ბ.-მ გოგა გელაშვილს შესთავაზა და გარკვეულ თანხას დაჰპირდა იმის სანაცვლოდ, რომ გოგა გელაშვილი თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, როგორც პოლიციელი, არანაირ რეაგირებას არ მოახდენდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაზე და მათი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებდა. კერძოდ, გოგა გელაშვილს თანამზრახველების დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მათთვის უნდა მიეწოდებინა უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭირო ინფორმაცია და სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო მხილების შესახებ გაეფრთხილებინა. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, კ.მ. 2018 წლის 20 მაისს გერმანიაში გაემგზავრა, სადაც გ.ბ.-ს მიერ მიცემული თანხით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელიც საქართველოში 2018 წლის 25 მაისს, ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სხეულით უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა კ.მ.-ს მიმართ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტთან დაკავშირებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება იმ დღესვე დაიწყეს და ქვეყანაში შემოსვლისთანავე, შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცნობილი გახდა გოგა გელაშვილისთვის, რომელმაც გ.ბ.-ს ინფორმაცია მიაწოდა, რათა კ.მ. გაეფრთხილებინა. თავის მხრივ, პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, გ.ბ. ი.ა.-სთან ერთად, სხვადასხვა გზით შეეცადა კ.ბ.-ს გაფრთხილებას. მიუხედავად აღნიშნულისა, სამართალდამცველებმა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 25 მაისს, თბილისში, კ. მ.-სგან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი 160 აბი და 25 ნატეხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 2018 წლის 26 მაისს, დილის საათებში, თბილისში, გოგა გელაშვილის სამსახურებრივი ავტომანქანის ჩხრეკისას, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სამხედრო საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გოგა გელაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა. ასევე, ქრთამის აღება, თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემი და სხვა პირის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება და თავის შეკავება ქმედების განხორციელებისაგან. მას გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გოგა გელაშვილის გარდა დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)