|
2015-06-08 18:37:25, 373 ნახვა
პოლიტიკა
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი კანონით დარეგულირდება
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული. კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ჩაითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გამწვავებული მიგრაციული პრობლემების, ამასთან, გართულებული დემოგრაფიული მდგომარეობის, სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმწირის, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გათვალისწინებით, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ დასახლებებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის დასახლებებში ქვედა ზღვარი 1 000 მეტრამდე მცირდება, გამონაკლის შემთხვევაში- 800 მეტრამდე. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო და ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს მიანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებია : საქართველოს მოქალაქეობა; მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია; ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვე ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)