|
2018-09-28 12:29:18, 619 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, ბათუმში თითქმის ყველა სასტუმრო ნომერი დაკავებულია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე ქალთა და ვაჟთა საქართველოს ნაკრებებს წარმატება უსურვა. მისი თქმით, წარმატებული და შთამბეჭდავი იყო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში კი ბათუმს 4000-მდე სტუმარი ეწვია. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა წარმატებით მიმდინარეობს. შთამბეჭდავი გახსნა იყო ბლექსი არენაზე 23 სექტემბერს და ბათუმში არაერთი საინტერესო პაექრობა ვიხილეთ. რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის აღნიშნული ტიპის ღონისძიებები? პირველ რიგში ეს არის ჩვენი მთავრობის ცნობადობის ამაღლება და ასევე, ამას აქვს პრაქტიკული შედეგიც: დღეის მდგომარეობით, ბათუმში დაკავებულია თითქმის ყველა სასტუმრო ნომერი და როცა ჩვენ ვსაუბრობთ 4 სეზონიან ტურიზმზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სეზონის გაგრძელებაზე, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს აღნიშნული მიზნის მიღწევას“, - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)