|
2018-09-27 18:06:24, 864 ნახვა
რეგიონი
შუახევში სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
შუახევში სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მარიამ ჯიბუტი და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული , დაბა შუახევში , რუსთაველის # 17/ 3 მდებარე შენობის მეორე სართულის და მის მიმდებარედ 16 და 35 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის იუსტიციის სამინისტროზე უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე; შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლისათვის შერიფ ხიმშიაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის სახელფასო განაკვეთის მოწესრიგების თაობაზე. საბჭომ კენჭი უყარა სხდომაზე წარდგენილ საკითხებს და ერთხმად მოიწონა. დღვანდელი სხდომა გაგრძელდა დისკუსიით, საბჭოს წევრებმა სხვა მიმდინარე საკითხებზეც იმსჯელეს და დასახეს სამომავლო გეგმები. სხდომის დასასრულს შუახევის მერმა სხდომის წევრებს დაბის სივრცითი მოწყობის მომავლის ხედვა გააცნო და ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)