|
2018-09-27 12:06:13, 1941 ნახვა
ეკონომიკა
„ხალიკ ბანკსა“ და „UnionPay International“-ს შორის ბიზნესის გაფართოების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
თბილისში ევრაზიის რეგიონალური საბჭოს „UnionPay International“-ის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დამსწრე კავკასიისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტმა საბანკო და სახელმწოფო ორგანოს წარმომადგენლებმა, განიხილეს და მოიწონეს რიგი საკითხებისა ისეთ თემებზე, როგორიცაა გლობალური მასშტაბით გადახდების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება და ინოვაციების უფრო სწრაფად დანერგვა. შეხვედრას ყაზახეთის „ხალიკ ბანკი“-ს გამგეობის თავმჯდომარე უმუტ შაიახმეტოვა უძღვებოდა. მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი; „UnionPay International“-ის გენერალური დირექტორი ცაი ცზიანბო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი. შეხვედრის ფარგლებში, მასპინძელ მხარეს, „UnionPay International“ -სა და საქართველოს, ყაზახეთის, უზბეკეთისა და რუსეთის რამდენიმე წამყვან საბანკო დაწესებულებასთან ბიზნესის გაფართოების შესახებ ურთიერთშეთანხმება გაფორმდა. სტუმრებმა და მრჩეველებმა მოისმინეს სპეციალური ანგარიშები, ისეთები როგორიცაა: „2018 წლის ბიზნესის მიმოხილვა“, „UPI Global and Regional Business Update“, „ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“-ს ინოვაციური გადაწყვეტილებები რეგიონში“ ასევე მიმოიხილეს ინოვაციური მარკეტინგული გადაწყვეტილებების და ინსტრუმენტების დანერგვა. ევრაზიის რეგიონში საგადახდო ინდუსტრიის განვითარების, UnionPay ბარათების ბიზნესის ლოკალიზაციის/განვითრების და საგადახადო კუთხით ინოვაციების დანერგვის შესახებ მოსაზრებები და იდეები ერთმანეთს გაუზიარა ისეთმა საპარტნიორო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა როგორიცაა: რუსეთის ეროვნული საგადახდო საბჭო, ბანკთაშორისი გადახდის სისტემა „UZKART“, „Huawei Technologies“ და სხვა. პარტნიორებმა საფუძვლიანად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს „UnionPay International“-ი გადახდების მსოფლიო ინდუსტრიაში მომხდარ ცვლილებებზე და თუ როგორ შეიმუშავებს ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებებს, ასევე განიხილეს საბანკო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადბები წევრობისა და ბიზნესის შემდგომი გაფართოების შესახებ. „UnionPay International“-ი გააგრძელებს მჭიდრო ურთიერთობას ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“-ს ქვეყნებში ადგილობრივ საბანკო და საგადახდო დაწესებულებებთან, გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და დააჩქარებს ბიზნესის ლოკალიზებას. ამავდროულად, საგადახდო სისტემა აქტიურად წამოწევს წინა პლანზე ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა მობილური პროდუქტები საერთაშორისო მარკეტინგული პლათფორმებისთვის“, - აღნიშნა უმუტ შაიახმეტოვამ. „UnionPay International“-ის საბარათზე ბიზნესის ევრაზიის ბაზარზე განვითარების აქსელერაციის და რეგიონში ძირითად დაწესებულებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, „UnionPay International“-მაევრაზიის რეგიონალური საბჭოს რიგით მესამე ყოველწლიური კრება ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდა 20 წამყვანი ინსტიტუტი რვა ქვეყნიდან, კერძოდ საქართველოდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან. საბჭოს თავმჯდომარემ - უმუტ შაიახმეტოვამ, ევრაზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „Halyk Bank Kazakhstan“-ის გამგეობის თავმჯდომარემ გააკეთა 2018 წლის დეტალური რეგიონალური ბიზნეს-მიმოხილვა. დღეის მდგომარეობით, UnionPay ბარათები მიიღება 170-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში, 51 მლნ-ზე მეტ სავაჭრო წერტილში და 2,57 მლნ-ზე მეტ ბანკომატში. მთელ მსოფლიოში შვიდ მილიარდზე მეტი ბარათია გამოშვებული. „UnionPay International“-ი რეგიონის 10 ქვეყანაში აქტიურად მუშაობს ბარათების მფლობელთა რაოდენობის ზრდაზე/ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.unionpayintl.com.
(R)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)