|
2018-09-25 18:10:08, 2105 ნახვა
ეკონომიკა
მიქანაძე: კვლევაში საქართველოს მე-7 პოზიცია მნიშვნელოვანია იმით, რომ ვუსწრებთ ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებს
საერთაშორისო კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“ მიხედვით საქართველო იკავებს მე-7 ადგილს 162 ქვეყანას შორის. კვლევა კანადურმა ფრეზერის ინსტიტუტმა მოამზადა ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. ეკონომიკის ექსპერტის გიორგი მიქანაძის განცხადებით, წლევანდელ კვლევაში საქართველოს მე-7 პოზიცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ვუსწრებთ ეკონომიკურად გაცილებით უფრო განვითარებულ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია ან საფრანგეთი. გიორგი მიქანაძის შეფასებით, ინვესტორებთან ურთიერთობისას მთავარი ფაქტორია მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და აგრეთვე ის, თუ როგორ პოზიციონირებს ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებში, რადგან თუ პოტენციური ინვესტორები გადაწყვეტენ ქვეყანაში ჩამოსვლას და ინვესტიციის განხორციელებას, სწორედ მსგავსი მაჩვენებლებით იხელმძღვანელებენ, ღირს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლა. „ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, რომ აღნიშნული პოტენციალის კარგად გამოყენება მოხდეს - აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდოს როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე მათ, ვინც უკვე ქვეყანაში არიან და ბიზნესს აწარმოებენ, მათაც კარგად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი მიქანაძემ. Fraser Institute-ის რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს - მთავრობის ზომა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაცია. აღნიშნული ინდიკატორები, თავის მხრივ, მოიცავს 23 კომპონენტს, ხოლო კომპონენტები კი აერთიანებს ქვე-კომპონენტებს. სულ, რეიტინგი მოიცავს 42 განსხვავებულ ცვლადს. თითოეული ცვლადის შეფასება ხდება 0-დან 10 ქულამდე. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 2 ინდიკატორში „მყარი ვალუტა“ (გაუმჯობესდა 0,23 ქულით და 9,22 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (გაუმჯობესდა 0,45 ქულით და 8,49 ქულა შეადგინა) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)