|
2015-06-08 13:31:05, 441 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის დელეგციას უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩენ ჩანგჭის ხელმძღვანელობით, დელეგაციას უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს ის მრავალმხრივი შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე არსებობს. ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ხაზი გაესვა გლობალური სტრატეგიული პროექტის „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობას და სამომავლოდ მისი როლის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ხოლო კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით, აღინიშნა ის მრავალრიცხოვანი პროექტები, რომლებსაც ჩინეთის საელჩო ახორციელებს საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. ასევე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)