04:52 - 23 May, 2026
|
2018-09-25 11:31:13, 1940 ნახვა
რეგიონი
კახეთში სიმინდის მოსავლის აღება დაიწყო
კახეთის რეგიონში, სიმინდის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს. სამინისტროს ცნობით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წითელგორში, სადაც 15 ჰექტარზე დათესილი სიმინდის მოსავალი უკვე აიღეს. მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ამ დროისათვის შპს „მექანიზატორში“ 117 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში. გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)