|
2018-09-21 18:20:45, 3358 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო მსოფლიო რუკაზეა
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები ბიზნესის წარმოებისთვის და გვაქვს ასევე ელექტროენერგიის, კერძოდ, ჰიდროელექტროენერგიის საკმაოდ დიდი რესურსები“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ თბილისში ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „დღევანდელი კონფერენცია იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანიები და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა - ეს წაგვადგება არამარტო ეკონომიკის განვითარებაში, არამედ ჩვენი, ადამიანური ინტელექტუალურ- ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებაში, რადგან ეს სფერო დაკავშირებულია მაღალ ტექნოლოგიებთან. ამ მიმართულებით რაც უფრო მეტი კომპანია და მეტი ინვესტიცია იქნება, მით უფრო მეტი გვეყოლება მაღალკვალიფიციური კადრი. შესაბამისად, უნდა მივესალმოთ ასეთ კოოპერაციებს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი, რომლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად გიორგი ქობულია დაესწრო, სამი დღის განმავლობაში თბილისში ჩატარდება და მას 1000-მდე ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. სამდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება საინტერესო დისკუსიები, სადაც კრიპტომაინერებსა და ბლოკჩეინის ენთუზიასტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუზიარონ საინტერესო იდეები. სამიტს ბლოკჩეინ აპარატურებით უზრუნველყოფასა და პროგრამული სერვისების გაწევაში მსოფლიო ლიდერი Bitmain Technologies Ltd, „ბიტკანთან" ერთად მართავს.
(NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)