|
2018-09-21 13:49:36, 774 ნახვა
რეგიონი
ბორჯომის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ საცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად გახსნა. 117 კვ.მ. ფართობის ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ამ დრომდე, ცენტრის 50-მდე თანამშრომელი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პიროებები არ არსებობდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. ამ დრომდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში უკვე განთავსდა ფოთის რაიონული სამსახური. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)