|
2018-09-20 19:15:11, 795 ნახვა
რეგიონი
ჭადრაკის ოლიმპიადის ერთ-ერთი ჯილდო „ნონას თასი“ ბათუმშია
23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს და ოლიმპიადის დაწყებამდე ის მასპინძელ ბათუმშიც გამოიფინა. ბათუმის ბულვარში საზეიმო წარდგენა გაიმართა, რომელიც სახალისო ვიქტორინას, ქართული ჭადრაკისადმი მიძღვილ გამოფენას და ერთობლივი თამაშის სეანსებსაც მოიცავდა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძემ ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. „ნონას თასი" ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)