|
2018-09-20 19:12:47, 2625 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში
საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, აშშ-ის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე და ქვეყნის პოტენციალზე, ჩამოყალიბდეს ბიზნესის, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ტურიზმის ჰაბად. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოხმარების აბზარია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე, რომლის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა რეგიონში, ეკონომიკური ზრდის კუთხით, ლიდერი გახდება. მთარობის მეთაური ამერიკელ ბიზნესმენებს დეტალურად ესაუბრა ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმაზე, განხორციელებულ უპრეცედენტო საგადასახადო რეფორმაზე და განაცხადა, რომ საქართველო იმ მოწინავე ქვეყანათა რიგებშია, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია. მამუკა ბახტაძემ შეხვედრისას ყურადღება დაუთმო ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციას, საავტომობილო მაგისტრალების, რკინიგზის განვითარებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებულ გეგმებს. პრემიერმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა განათლების რეფორმის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ის ეკონომიკაში დომინანტი სექტორი გახდეს, ვინაიდან ადამიანური კაპიტალის განვითარება ძალიან მაღალი პრიორიტეტია. შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით ხედვას "მწვანე პოლიტიკა", რომელიც ეკოლოგიის გაჯანსაღებას, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და ორგანული პროდუქტის წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ძალიან საინტერესო ხედვები და რეფორმების სტრატეგია მოისმინეს.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)