|
2018-09-19 15:51:56, 1669 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას საზოგადოების ცხოვრებაში
„ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, მისი ოპონენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მარიხუანის ლეგალიზაცია არის თემა, რომელიც აღელვებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის ეკლესიას და სასულიერო პირებს. „რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ეკლესია არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელისუფლებამ. ეს არის თემა, რომელიც აღელვებს და აწუხებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის აღელვებს და აწუხებს ეკლესიას და სასულიერო პირებს, ამიტომ ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის გააპროტესტებს სასულიერო პირების ჩართულობას ამ პროცესში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და როგორი დამოკიდებულებაა დღეს ქვეყანაში ნარკოტიკების მიმართ და წარმოდგენა არ აქვს რა როლს ასრულებს და რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციასა და ექსპორტზე მთავრობის ინიციატივა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას თავად გაუძღვება. ამ განცხადების გამო, პრეზიდენტობის კანდიდატი სასულიერო პირებმა გააკრიტიკეს და ზოგიერთმა მათგანმა მოქალაქეებს მოუწოდა, ზურაბიშვილს მხარი არ დაუჭირონ. საპასუხოდ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „სასულიერო პირები იმაში ერევიან, რაც მათი საქმე არ არის“. "არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)