20:11 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 12:56:54, 3290 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ჩაცხრილული ქართველი ბიზნესმენის, ბადრი შენგელიას მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ცნობილია

რუსეთში მოკლული ქართველი ბიზნესმენის, ბადრი შენგელიას მკვლელობა შესაძლოა, საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მიხეილ მაქსიმენკოს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში შენგელიას მონაწილეობას უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2018 წლის აპრილში მიხეილ მაქსიმენკოს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის მიუსაჯეს. ეს ფული მან კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვი) ბრალის შესუსტებისთვის აიღო. გარდა ამისა, ყოფილ მაღალჩინოსანს ჯარიმის გადახდა, 165 მილიონი რუბლის სახით დაეკისრა.

ბადრი შენგელია მაქსიმენკოს საქმეში ბრალდების მოწმე იყო. 

ცნობისთვის, ბიზნესმენის ცხედარი საკუთარ ავტომობილში სანქტ-პეტერბურგთან ახლოს გუშინ აღმოაჩინეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics