|
2018-09-18 11:41:13, 2031 ნახვა
კომენტარი
ჯუზეპე პაზოტო კანაფის ექსპორტზე: ვუერთდებით ილია II-ის მამობრივ მღელვარებას
კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მარიხუანის მოყვანა-ექსპორტის შესახებ კანონპროეტს ეხმაურება. როგორც პაზოტო აცხადებს, ის კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით იზიარებს. "კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება იმ მამობრივ შეშფოთებასა და მღელვარებას, რაც თავის ქადაგებაში გამოხატა მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ. ჩვენი ეკლესია, თავისი მოძღვრების ერთგული, მტკიცედ ადასტურებს პოზიციას, რაც პაპმა ფრანცისკემაც გაიმეორა სხვადასხვა გარემოებებში: მსურს განვაცხადო მთელი სიცხადით – არა ნარკოტიკების ნებისმიერ ტიპს! ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, თუმცა ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ისინი, ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უფსკრულში აღმოჩნდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი მსუბუქი ნარკოტიკი ვერ იქნება მსუბუქი, რადგან ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და აკარგვინებს მას თავისუფლებას. ამას პირველ რიგში მეცნიერები გვეუბნებიან. თუმცა, იმისათვის, რომ ამგვარი მტკიცე “არა” განუცხადო ნარკოტიკს, საჭიროა უთხრა “ჰო” სიცოცხლეს, სიყვარულს, ოჯახს, აღზრდას, სპორტს, სამუშაო ადგილებს. ყველა ეს “ჰო” მიუთითებს ნებისმიერ ხელისუფლებას იმ მიმართულებებს, რომლისკენაც უნდა მიმართონ მათ თავიანთი პრიორიტეტული ძალისხმევა, თუკი სურთ ნაყოფიერად და ხელშესახებად დაძლიონ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა. იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს, უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას", - განაცხადა სასულიერო პირმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)