|
2018-09-15 11:02:32, 958 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში, ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობის და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ეწყობა წყალაღების ტიპის სათავე ნაგებობები, წყალგამშვები ჭები, მილხიდები; ძველი ამორტიზებული არხი მთლიანად იცვლება და მონტაჟდება მონოლითური ბეტონის არხი. ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების კაპიტალური გამართვით, მოირწყვება ნინოწმინდის სამი სოფელი. სოფლების ჯიგრაშენის, ყაურმის და მამწვარას მოსახლეობა სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ 1 315 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს. აღნიშნული სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ შემოდგომაზე დაასრულებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)