|
2018-09-13 19:13:45, 1304 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება
საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) საქმიანობენ, აღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ ინიციატივებს IMO-ს სტანდარტების მისაღწევად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბათუმში, საერთაშირისო საზღვაო ფორუმის ერთ-ერთ დისკუსიაზე, რომელიც EBRD-სა და IMO-ს შორის კოოპერაციის საკითხებს მიეძღვნა. „ვფიქრობ, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ძალიან პროდუქტიული შედეგით დასრულდა. ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები და დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარებულ დისკუსიის შემდეგ დაიგეგმა ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პორტების დასუფთავებისთვის გამიზნული ინვესტიციების მხარდაჭერა და სხვ. როგორც დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, აღნიშნული პროექტების ინიცირება კომერციული სექტორიდან მოხდება და მწვანე ეკონომიკას შეეხება. მსგავსი სახის პროექტებს EBRD დააფინანსებს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რამდენიმე პროექტის დაფინანსება. მისი თქმით, ისინი დაკავშირებულია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან პორტებში, მაგალითად, საქართველოს პორტებში იქნება დაფინანსებული სწავლება დაკავშირებული გამონაბოლქვების კონტროლთან.
(NS)
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)