|
2018-09-12 15:45:00, 627 ნახვა
რეგიონი
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, EMSA-ს სადამკვირვებლო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის კვირეულის ფარგლებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) სადამკვირვებლო კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ვინაიდან საზღვაო უსაფრთხოება, უშიშროება და საზღვაო გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი საკითხებია როგორც ევროკავშირის წევრი სახელწმიფოებისთვის, ისე შავი და კასპიის ზღვისპირა ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებისთვის, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო ახორციელებს ტექნიკური დახმარების პროექტს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დაინტერებულ მხარეს ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე და მიზნად ისახავს, აამაღლოს საზღვაო გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები. ბენეფიციარი ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი და თურქმენეთი. შეხვედრის მთავარი მიზანი მომავალი წლისთვის დაგეგმილი აქტივობების დამტკიცებაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)