15:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 14:51:35, 1581 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანტონი მარიხუანის წარმოებაზე - არ მგონია, საქართველოს ამ გზით შეშვენოდეს თავისი ეკონომიკის გაძლიერება

„მე არ მგონია, რომ საქართველოს ამ გზით შეშვენოდეს თავისი ეკონომიკის გაძლიერება“, - ასე გამოეხმაურა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას.

როგორც მეუფემ აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუ იმ ენერგიას, რაც მარიხუანის წარმოებასა და ექსპორტზე უნდა დახარჯონ, სოფლის მეურნეობას მოახმარენ.

„ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. მე ავღნიშნე, რომ  ეს ისეთი რამ არის, რომელიც დროში ჩანს. ფაქტიურად, მე დარწმუნებული ვარ,  რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ, ასაკში რომ იქნებიან, პირველები გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას. მე არ მგონია, რომ საქართველოს ამ გზით შეშვენოდეს თავისი ეკონომიკის გაძლიერება. რაც მანდ უნდა ჩადონ, სოფლის მეურნეობას მოახმარონ. ხილი ვერ გააქვთ საზღვარგარეთ, იმაზე იზრუნონ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics