12:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 13:07:28, 969 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობისაკენ მოუწოდებს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვეში შევა ძალაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ექნება ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს აქვს ქვეყანას.

„ახალი საბაჟო კოდექსის მიხედვით, მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიცაა: სასაზღვრო ფორმალობები, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, გამარტივდება რეექსპორტის პროცესი, იმპორტის გადასახადის დაბრუნება, პროცედურის მფლობელის დეფინიცის შემოღება,   დეკლარირების ახალი ფორმა დ ა ა.შ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავე დროს შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება, მათ შორისაა ერთიანი სახაზინო კოდი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს  ახალი ციფრული სერვისები.

„ციფრული საბაჟოს იდეა არის სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს, ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი. საქართველო არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას, აღმოსავლეთ ევროპაშიც კი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გააკეთებს ციფრული საბაჟოს იდეის იმპლემენტაციას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics