|
2015-06-05 19:38:18, 520 ნახვა
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობასთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას, ყოფილი პრემიერ-მინისტი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დაუდასტურა. უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული თემა, ახალი არ არის და სურდათ ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობა ივანიშვილსაც მიეღო. "ჩვენი თხოვნით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი ამ სხდომას, ვინაიდან გვინდოდა გაგვეაზრებინა კარგად, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული საკითხი ახალი არაა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ ივანიშვილის ყოფნა. საარჩევნო სისტების ვერსია და მოდელი ჩვენი საერთო პოზიციაა." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. "ქართული ოცნების" შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)