|
2018-09-11 12:07:09, 8560 ნახვა
კულტურა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველო „ბერნინის სკოლას და რომაულ ბაროკოს“ მასპინძლობს
11 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა "ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ გაიმართება. შედევრები პალაცო კიჯი ინ არიჩადან". საქართველოს დედაქალაქი ამჯერად 60-მდე შედევრს მასპინძლობს, რომლებიც რომის მახლობლად მდებარე პალაცო კიჯი ინ არიჩაში ინახება. ეს სასახლე თავის დროზე რომის პაპების საცხოვრებელი გახლდათ, რომელიც ჯოვან ლორენცო ბერნინიმ უმშვენიერეს ნაგებობად აქცია, დღეს კი აქ მუზეუმი და მეჩვიდმეტე საუკუნის ხელოვნების შემსწავლელი ცენტრია განლაგებული. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აღნიშნულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია: პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები და მოსამზადებელი ესკიზები დიდი ფრესკებისთვის. ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, უკვე ჩატარდა ბოტიჩელის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის დიდოსტატებისა და თანამედროვე იტალიელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენები. ეს გამოფენა იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და პალაცო კიჯი ინ არიჩასა და Glocal Project Consulting-თან ერთად ხორციელდება. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana", ქართული მხრიდან - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორისაა: ვითიბი ბანკი, DBA, Salini Impregilo, Leonardo, Gulf, Anas.
(NS)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)