|
2015-06-05 18:15:30, 375 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის სხდომაზე დასწრება ძალიან სასიამოვნო იქნება
დეპუტატები არ აკონკრეტებენ, ესწრება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას. თუმცა აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სხდომაზე დასწრება სასიამოვნო იქნება. დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს პარტიის ჩამოყალიბებაში. „თუ დაესწრება, ძალიან სასიამოვნო იქნება. რა მიკვირს იცით, თქვე დალოცვილიშვილებო, ოდესის გუბერნატორი ოდესაში ატარებს რაღაცას და ის თუ შეიძლება, თქვენ რა გიკვირთ, რა სტატუსით შეიძლება დაესწროს ბიძინა ივანიშვილი, დამფუძნებელია. რა როლიც აქვს ბიძინა ივანიშვილს პარტის ჩამოყალიბებაში, მე მგონი, ამის თქმა ჩემგან არ უნდა გჭირდებოდეთ“, - განაცხადა ტყემალაძემ. კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დეპუტატები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)