|
2018-09-08 12:51:29, 758 ნახვა
რეგიონი
კულახმეტოვი: რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ელჩის" მარად კულახმეტოვის განცხაებით, ოკუპირებუი ცხინვალის უსაფრთხოების საკითხი "ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა". ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს. შესაბამისი განცხადება დე-ფაქტო ელჩმა ოკუპირებულ რეგიონში გამარტულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც "ელჩმა" აღნიშნა, "ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საკმაოდ განვითარდა". "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 2 კვირაში, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ჩვენ ერთმანეთს საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით. ჩვენს შორის დამყარდა დიდი მეგობრობა. ხელი მოეწერა დაახლოებით 130 დოკუმენტსა და მემორანდუმს. ეს დოკუმენტები მოიცავენ პრაქტიკულად ყველა სფეროს, გარდა კოსმოსის და ატომური ბომბის შექმნისა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოა განლაგებული. რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა თავიანთ თავზე აიღეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც რესპუბლიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - განაცხადა დე-ფაქტო ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)