03:19 - 23 May, 2026
|
2018-09-07 10:30:20, 546 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სოფელ ჩაქვისთავში სახალხო დღესასწაულს დაესწრო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში სახალხო დღესასწაულს დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მოსახლეობას ჩაქვისთავობა მიულოცა. უკვე ტრადიციად ქცეულ სახალხო ღონისძიებაზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ასევე, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)