|
2018-09-06 18:54:27, 1494 ნახვა
ეკონომიკა
„იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის ათვისების საშუალებას მისცემს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მარიკა გაბუნიას განცხადებით, იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ბაზრებზე. 2017 წელს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, ექსპორტი 39 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა ზოგადად ექსპორტი 29%-ით გაიზარდა. ეს თვალსაჩინო მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრები ის ქვეყნებია, რომელთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. ამ ბაზრებზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 75 პროცენტამდე მოდის", - განაცხადა მარიამ გაბუნიამ. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან. ჰონგ-კონგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივნისში, რომელიც სავარაუდოდ ძალაში შევა 2018 წლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ დასრულების სტადიაზე საქართველო-ინდოეთის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზეც მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. ასევე, ისრაელის მხარესთან საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების მემორანდუმს. რაც შეეხება იაპონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. მარიამ გაბუნიას განცხადებით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სრულიად განსხვავებულ საფეხურზე გადავა, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე უნიკალურ როლს და ფუნქციას სძენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს.
(NS)
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)