|
2018-09-05 20:40:47, 2361 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე საბოლოო დასკვნა მიიღო
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დასკვნის მიღებით დაასრულა. კომისიის ბოლო, რიგით მე-20 სხდომა, დასკვნის პროექტის შეჯამებას და ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრების მიერ მომზადებული დასკვნის განხილვას და მათ კენჭისყრას დაეთმო. სხდომაზე კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ „ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნის პროექტის მოკლე შეჯამება წარმოადგინა და ყურადღება რეკომენდაციების ნაწილზე გაამახვილა. მოხსენებასთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, რომლის შემდეგაც პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კომისიის დასკვნის მეორე პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული დოკუმენტი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შედეგად, ობიექტურად იქნა შედგენილი. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, საუბარია გამოძიების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედებების არ ჩატარებას ან დაგვიანებით ჩატარებას შეეხებოდა. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, არ ფიქსირდება სამოხელეო დანაშაული და შესაბამისად, კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილილებლობის საკითხი არ დგას. მისივე განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული დასკვნის რეკომენდაციები საგამოძიებო სისტემის რეფორმირების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას შეეხება. დასკვნასთან დაკავშირებით შეფასება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი დასკვნა სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს და კომისიის მანდატს არ უნდა გასცდეს. წარმოდგენილ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით კომისიის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან შეკითხვები და ნეგატიური შეფასებები გამოითქვა, რასაც უმრავლესობის წევრებმა შესაბამისი არგუმენტებით უპასუხეს. „საზოგადოების და მშობლების მხრიდან, ასევე კომისიის წინაშე მდგარი მთავარი შეკითხვა იყო აფარებდა თუ არა ხელს სახელმწიფო დამნაშავეებს და სახელმწიფო ხომ არ მოქმედებდა მართლმსაჯულების წინააღმდეგ?! დღეის მდგომარეობით ამ საქმეზე ათი ადამიანი პასუხისმგებლობაში მიეცა და გამოძიება გრძელდება ცალკე გამოყოფილ საქმეზე. აქედან გამომდინარე პასუხი მთავარ კითხვაზე ჩვემთვის პირადად სრულიად ნათელია", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მანვე პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში კონსესუსის და მიუკერძოებელი დოკუმენტის შედგენის იმედი გამოთქვა. კომისიის მუშაობა და მისი შედეგები დროებითი საგამოძიებლო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, საბოლოოდ თუ რა ტიპის დოკუმენტი დაიდება და როგორი დასკვნა მომზადდება იმის მიხედვით მოხდება კომისიის მუშაობის შედეგების შეფასება. სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ დასკვნის ორივე პროექტს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. 9 მომხრე, 4 წინააღმდეგით კომისიის წევრთა უმრავლესობამ „ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად „ქართული ოცნების" დასკვნის პროექტს 4 მომხრე და 9 წინააღმდეგი ჰყავდა. კომისიის მიერ მხარდაჭერილი დასკვნა უახლოეს პერიოდში პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
კომისიის დასკვნა იხილეთ ბმულზე: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi-8/fact-finding-commission/komisiis-daskvnebi-da-rekomendaciebi-proeqti/komisiis-daskvna-rekomendacia.page
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)