03:19 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 15:12:27, 626 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მისი ე.წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ცდილობს  მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა უფრო მეტ სიდუხჭირეში ჩააგდოს და საქართველოს მთავრობის სავაჭრო ინიციატივის საპასუხოდ, ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს", - ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული.

 როგორც განცხადებაში განმარტავენ, ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა, მნიშვნელოვნად გააძვირებს პროდუქტებს როგორც გალის ბაზარში, ასევე მთელ ოკუპირებულ აფხაზეთში.

 "ამ ქმედებით ის აძლიერებეს ოკუპირებული აფხაზეთის თვითიზოლაციას და ადგილობრივი მოსახლეობის გაღატაკებას უწყობს ხელს. მისი ე.წ. მმართველობის პერიოდში გადადგმული ყველა  ნაბიჯი არაკონსტრუქციულია და მიზნად ისახავს მდგომარეობის ესკალაციას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სამშვიდობო პროცესზე.

 ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა, მნიშვნელოვნად გააძვირებს პროდუქტებს როგორც გალის ბაზარში, ასევე მთელ ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესს.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გიყვარდეს მოსახლეობა და როგორ უნდა ანაცვალო პირადი ამბიციები ხალხის კეთილდღეობას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics