|
2018-09-04 17:14:52, 875 ნახვა
რეგიონი
რაულ ხაჯიმბა „ოფიციალური ვიზიტით“ სირიაში იმყოფება
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სირიაში "ოფიციალური" ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აეროპორტში დე-ფაქტო პრეზიდენტს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი დახვდა. "შეხვედრის ფარგლებში რაულ ხაჯიმბა და ბაშარ ასადი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა. დე-ფაქტო დელეგაციაში, რომელსაც რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს, შედიან" ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი" ბესლან ბარციცი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, "თავდაცვის მინისტრი" მერაბ კიშმარია და "ეკონომიკის მინისტრი" ადგურ არძინბა. შეხვედრისა და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის "მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას მოეწერება ხელი. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში "ერთობლივი კომიტეტი" შეიქმნენბა, რომელიც ეკონომიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)