|
2018-09-03 17:23:15, 725 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა
აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა. დაწესებულების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ წარუდგინეს. სამინისტროს ცნობით, რუსუდან შავიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კონკურსის გზით დაინიშნა. ის მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ზაალ მიქელაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროში გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის პროგრამებსა და მომავალ გამოწვევებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ცენტრის მუშაობას აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციის გაუმჯებედების მიზნით. რუსუდან შავიშვილი 2015-2018 წწ იყო სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო დირექტორი/კლინიკური მენეჯერი, 2013-2015 წწ - I: „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური ამბულატორიის“ პროექტის მენეჯერი, II: „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს“ პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი, 2008-2013 წწ - სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბათუმის ჩემი ოჯახის კლინიკის ოფის მენეჯერი, 1986-2008 წწ - სპეც. საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების (დიაგნოსტიკური ცენტრი) სტაციონარის ექიმი-ორდინატორი, 1983-1986 წწ - საექიმო ფიზკულტურის დისპანსერის - კონტროლის ექიმი, 1979-1983 წწ - აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო - პოლიკლინიკის უბნის ექიმი. რუსუდან შავიშვილი 1985 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)