12:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 15:07:37, 1421 ნახვა

სამართალი
„უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები ჩარეცხა“ - სასამართლო ფასისტური მოძრაობის ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ფასიშისტური მოძრაობა "ეროვნული ერთობის" ლიდერის, გიორგი ჭელიძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

დაცვის მხარე გიორგი ჭელიძის სხდომათა დარბაზიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, ჭელიძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. დაცვის მხარე ასევე გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჭელიძეს სროლის უფლება ჰქონდა. 

"გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. უნდა ტყეში გაისვრის საბრძოლო ვაზნას და თუ უნდათ სპორტულ სტენდზე, თუ სახელმწიფოს ტირანიას არ აიძულებთ",- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, საქმის პროკურორის განცხადებით, გიორგი ჭელიძემ მის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ მტკიცებულებების განადგურება სცადა.

კერძოდ, კი საპირფარეშოში უნიტაზი ადგილიდან მოგლიჯა და ვაზნების ჩარეცხა სცადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics