|
2018-09-02 14:04:30, 3033 ნახვა
სამართალი
რა მოხდა ხორავას ქუჩაზე - როგორ დაიწყო კონფლიქტი
გამოქვეყნდა საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. დასკვნის მიხედვით ირკვევა რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მე-9 კლასელ თ.ჩ.-სა და მე-11 კლასელ დ.ნ.-ს შორის. სიტყვიერი შელაპარაკების დროს საპირფარეშოში ასევე იმყოფებოდა მე-9 კლასელი ა.ს. და მე-11 კლასელი დ.ღ., შელაპარაკების მიზეზი იყო ის, რომ დ.ღ.-ს თან ჰქონდა სათამაშო პისტოლეტი, რითაც პლასტმასის ბურთულა ესროლა ერთ-ერთ მე-9 კლასელს. აღნიშნულზე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ საპირფარეშოში „ჩააყოფინებდა თავს“. კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დავით სარალიძის საპირფარეშოში ყოფნა არ დასტურდება. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ შეხვდებოდა გაკვეთილების დასრულებისას. თ.ჩ.-მ ამის შესახებ აცნობა ა.ს.-ს, რომელსაც არ სურდა გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე-11 კლასელებთან მარტო შეხვედრა და ამის გამო გადაწყვიტა დაკავშირებოდა თავის დეიდაშვილს - მ.კ.-ს, რომელიც იყო 61-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ა.ს.-მ სოციალური ქსელის - ინსტაგრამის მეშვეობით მიწერა მ.კ.-ს საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე (მიმოწერის შინარსი უცნობია, რადგან გამოძიებამ არ ამოიღო მიმოწერა და არ შეამოწმა ჩხუბის მონაწილე მოზარდებს შორის არსებული კომუნიკაცია, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელებით მიმდინარეობდა). მ.კ., რომელიც ამ დროს იმყოფებოდა სახლში, ასევე სოციალური ქსელის ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა თავის მეგობარ გ.ჯ.-ს და სთხოვა მისვლა 51-ე სკოლასთან. გ.ჯ., თავის მხრივ, ასევე ფეისბუქით დაუკავშირდა გ.მ.-ს, რომელიც ამ დროს აცდენდა სკოლას და იმყოფებოდა თავის მეგობარ ა.დ.-სთან ერთად სხვა მეგობრის - თ.ქ.-ს. თუმცა რამდენიმე ეპიზოდი კომისიას დადგენილად მიაჩნია, კერძოდ: -დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით შეაგდო გ.ჯ., ფარდულში. გ.ჯ. დავით სარალიძეს მოქცეული ჰყავდა მოხრილ მდგომარეობაში და მას ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ ამოიღო დანა და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა სარალიძეს, რის შემდეგაც დანა
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)