13:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 16:27:36, 1105 ნახვა

კომენტარი
ზატლერსი: მარგველაშვილი ერთ-ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა, რომელიც იმსახურებს ამ თანამდებობას

ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა გიორგი მარგველაშვილს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი ნამდვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა, რომელიც რეალურად იმსახურებს ამ თანამდებობას.

აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომლის დასაწყისშიც საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გააცნო და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. შესაძლოა, ამ სიტუაციაში არ მოველოდი მის განცხადებას, თუმცა, ის ერთ-ერთი ნამდვილი კანდიდატი იქნებოდა, რომელიც რეალურად იმსახურებს ამ თანამდებობას. ის საქართველოს ნამდვილი პატრიოტი და ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია. ის წარმატებით ემსახურა საქართველოს და განაგრძობს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურს.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ბატონო პრეზიდენტო, იმედია ნათელი მომავალი გვექნება, როგორც ჩვენ, ასევე თითოეულ თქვენგანს", - აღნიშნა ვალდის ზატლერსმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics