|
2018-08-30 18:51:02, 1192 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი ვიზიტი აზერბაიჯანში ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები; ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია შევძელით, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. "ვიმსჯელეთ იმ ახალ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც ერთობლივად შეგვიძლია და რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან ერთად, ძალიან კონკრეტული ამოცანები დავისახეთ. წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იქნება დაახლოებით 1 მილიარდის ფარგლებში და ვფიქრობთ, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამ ციფრის 50-60%-ით გაუმჯობესება. ამასთან ერთად შევთანხმდით, რომ შევისწავლით ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობებს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან ასევე ჩინეთთან. აზერბაიჯანი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოსა და აზრებაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ განათლებისა და კულტურის სფეროში, თუმცა აქ არსებობს საკითხები, რომლებსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება. "ჩვენ ამავე დროს შევთანხმდით, რომ რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, გვექნება დამატებითი კონსულტაციები. დღეს ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არ ეხება მომსახურების სფეროს. აქაც დამატებით კვლევებს ჩავატარებთ და ვფიქრობთ, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაზრდას. იყო ძალიან კარგი, ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)