|
2018-08-30 18:15:26, 622 ნახვა
რეგიონი
14 სექტემბერს აჭარას ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა
14 სექტემბერს აჭარას ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა ეწვევა. ამავე დროს ბათუმში გაიმართება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ეკონომიკურ სფეროში საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის მემორანდუმს. აჭარაში ყოფნისას მარტა ნოვაკოვა შეხვედრებს გამართავს ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან. დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირჟი პრეცლიკმა, ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბათუმში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა აჭარის ა/რ ჯნმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)