|
2018-08-30 17:47:43, 574 ნახვა
რეგიონი
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით სამთავრობო უწყებების, ბათუმის მერიისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებმა ქ. ბათუმში პუშკინის ქუჩაზე არსებული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მადგილეებმა, ზურაბ თენიეშვილმა და რამაზ ჯინჭარაძე, ასევე ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და მერის მოადგილე ლელა სურმანიძემ. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება, თარიღს საქართველო 2011 წელს შეუსრულდა. ამ დღის მიზანია დაკარგული ადამიანებისადმი პატივის მიგება და მათი ოჯახების მხარდაჭერა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, დღეს მსგავსი ღონისძიება საქართველოს ხუთ ქალაქში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)