02:49 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 10:08:13, 629 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 მაღაზია დაიწვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში 10 მაღაზია და სავაჭრო ცენტრის სახურავი დაწივა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჯამში ხანძარი 560 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული.

უწყების ცნობით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი.

„ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი - 65 მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics