|
2018-08-29 11:45:07, 529 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქცია პირველ სექტემბერს - ქალაქ ბათუმში (თამარის დასახლება), ხოლო ორ სექტემბერს - ქობულეთში ჩატარდება. სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტდება თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, დერმატოლოგი, ანგიოლოგი, ონკოლოგი, ექიმი-რადიოლოგი). ჩატარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები: ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია. ასევე, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. ექიმების დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებზე გაიცემა მედიკამენტები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)