|
2018-08-26 16:28:00, 1443 ნახვა
სამხედრო
ამერიკელმა და ქართველმა მეზღვაურებმა შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - „CARNEY“-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნები და სახომალდე სწავლებები ჩაატარეს. სანაპირო დაცვის 3 საპატრულო კატარღისა და ამერიკული ხომალდის მონაწილეობით, ღია ზღვაში, ერთობლივი საზღვაო მანევრები და სააბორდაჟო წვრთნები გაიმართა, რომლებიც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას მოიცავდა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკული ხომალდის ბორტზე პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსიც ჩაუტარდათ. ერთობლივი წვრთნები აშშ-ს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ურთიერთმოქმედების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. საქართველოში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - „CARNEY“-ის ვიზიტის მიზანი იყო შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განხორციელება, რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა, საზღვაო კომპონენტებთან მათი თავსებადობის ამაღლება და საქართველო-ამერიკის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)