|
2018-08-24 10:31:36, 543 ნახვა
რეგიონი
მალოპოლსკას სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები აჭარას ეწვევიან
აჭარის მთავრობის დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მალოპოლსკას სავოევოდოს სოფლის მეურნეობის სფეროს სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მალოპოლსკასა და აჭარის რეგიონებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პოლონეთის მხრიდან შეხვედრას გარემოს დაცვის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის და გეოდეზიის დეპარტამენტისა და მალოპოლსკას ლანდშაფტური პარკების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პოლონურმა მხარემ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემებზე მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინა. აჭარის სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების, რეგიონის საექსპორტო შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ პოლონურ მხარეს ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ მიაწოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ ფორუმზე „რეგიონის აგრარული შესაძლებლობები - 2018"დასასწრებად და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მალოპოლსკას რეგიონის სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი წამყვანი გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები მოიწვია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)