|
2018-08-22 16:49:15, 1761 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: გიორგი ჭანტურიას დას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებენ
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, ანა კეკენაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ანა კეკენაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ჭანტურიების ოჯახსა და მათ გარემოცვას, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ემუქრებიან და ამ გზით ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. „თხოვდნენ მას (გიორგი ჭანტურიას დას), რომ ეღიარებინა თითქოს აღნიშნული იარაღები მას ნანახი აქვს საცხოვრებელ სახლში და ჰქონდა მას ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა როდესაც მიიღეს პასუხად, რომ მარიამ ჭანტურიას არასოდეს უნახავს აღნიშნული იარაღები, არასოდეს უსაუბრია ამ იარაღებთან დაკავშირებით, ისინი გადავიდნენ უკვე მუქარასა და შანტაჟზე. მანიპულირებენ იმით, რომ მათ აქვთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალები, რასაც გამოიყენებენ ისინი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ადვოკატმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)