|
2018-08-22 10:46:34, 517 ნახვა
რეგიონი
საქართველოში თურქეთიდან კიდევ ერთი დაშავებული მოქალაქე დაბრუნდა
თურქეთის ქალაქ ტრაპზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაბრუნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული ქალბატონი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავდმყოფოში გააგრძელებს. პაციენტი საქართველოში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა. ის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე თურქეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა, გამშვებ პუნქტთან დაშავებულ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები დახვდნენ და რესპუბლიკურ საავდმყოფოში გადმოიყვანეს. დაშავებული კლინიკაში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ მოინახულა. „პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების გადაწყვეტილებით ის მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ავტოსაგზაო შემთხვევა ტრპზონში 14 აგვისტოს მოხდა. ავარიის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა. თურეთის კლინიკაში რჩება დაშავებული მამაკაცი. დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ავარიიდან მეორე დღეს თურქეთის კლინიკებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)