|
2018-08-21 18:04:58, 848 ნახვა
რეგიონი
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ
ახმეტის და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულად აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე, ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს, რის შემდგომაც, ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესით მოხდება. თელავისა და ახმეტის რაიონებში, მომხდარი სტიქიის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებში, ორი დღის განმავლობაში, 780-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა. ზარალის შეფასების პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმოამდგენლები და აგროდაზღვევის პროგრამის მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანია. მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს, ან 100 ჰექტარს, შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)